Monday, March 2, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

გადავხედეთ ჩვენს გეგმას და შევიტანეთ შესწორებები.ამის შემდეგ,მადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეს და მასში შემავალ თითოეულ ობიექტს დავარქვით შესაბამისი სახელი.
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და კოლეგიალური რჩევები მივეცით ერთმანეთს.შემდეგ ჩვენი პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგში Link List გაჯეტით.ამ გაჯეტებს გამოვიყენებ ჩემი საქმიანობის გამოსაქვეყნებლად.
ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი.აშკარაა,რომ ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი საქმიანობა.ამას გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობაში.აგრეთვე ვისწავლეთ,როგორ ვანუვითაროთ მოსწავლეებს 21-ეს საუკუნის უნარ-ჩვევები და როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტი.ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემი პროფესიული განვითარებისათვის.

Tuesday, February 24, 2015

ტრენინგის მერვე დღე

გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე.ყველა აქტივობა დავალაგეთ რიგის მიხედვით.შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგის ტექნიკურ ინსტრუმენტებზე.გავიმეორეთ წინა დღის მასალა და ვისწავლეთ ახალი გაჯეტი-გვერდების შექმნა,რომელსაც გამოვიყენებ სხვადასხვა თემებზე ინფორმაციის დასახარისხებლად.

Monday, February 23, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

გადავხედეთ კიდევ ერთხელ საქაღალდეს.შემდეგ ვიმუშავეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და სპეციალურ საჭიროებებისა და ნაკლებადმოტივირებულ მოსწავლეთა დავალებებზე .და ბოლოს,ვიმუშავეთ ბლოგში-ვისწავლეთ სურათის ჩასმა გაჯეთში;შევცვალეთ ბლოგის ფონი.

Tuesday, February 17, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე
დღე დავიწყეთ წინა მეცადინრობის გამეორებით.მოვიძიეთ სასურველი სურათები და გადავიტანეთ საქაღალდეში.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და გავაგრძელეთ მასზე მუსაობა.შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოში არსებულ პროექტის გეგმებს და შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის პროცედურების გეგმა.ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა,ნიმუშის მიხედვით დავწეროთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის პროცედურები.დღეს აგრეთვე გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ამ რუბრიკებს გამოვიყენებ სხვა პროექტებზე მუშაობის დროსაც.


Monday, February 16, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ გეგმები,დავამატეთ შეფასების მონახაზი.მოვიძიეთ ის სურათები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი პროექტის და მოსწავლის ნიმუშებისათვის.დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

Tuesday, February 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე
გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,გავარჩიეთ სამი სახის კითხვა, რომელიც მივუსადაგე ჩემ პროექტს.განვიხილეთ შეფასების სამი ეტაპი და შევუსაბამე პროექტის მიმდინარეობის სამივე ეტაპს.

Monday, February 9, 2015

ტრენინგის მესამე დღე

გავიმეორეთ და მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტის საქაღალდე.ინტერნეტში მოვიძიეთ ჩვენი საგნის სტანდარტი და შევუსაბამეთ პროექტს.სტარდანტიდან-21 საუკუნე-  და ბლუმის ტაქსონომიიდან განვსაზღვრე მიზანი.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას.

Tuesday, February 3, 2015

პირველი მოდულის შეჯამება

გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის მიზნებს და გავიგე,თუ როგორი უნდა იყოს პროექტი.შევქმენი საქაღალდე,რომელსაც შევავსებ ტრენინგის განმავლობაში.გავეცანი საქაღალდის კომპონენტებს.გავეცანი პუბლიკაციებს,შევადგინე ბუკლეტის ნიმუში.შევქმენი საკუთარი ბლოგი.ეს მოდული დამეხმარება პროექტის შექმნაში,ხოლო ჩემს მოსწავლეებს 21საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებაში.